|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მაღაროელები სამსახურიდან გათავისუფლების განცხადებებს ხელს არ აწერენ

ჭიათურაში პროტესტი არ ჩერდება. ამ დროისთვის პროტესტის ნიშნად, 6 ადამიანი შიმშილობის. მოშიმშილეები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ.

მაღაროელები იმ თანამშრომლების ხელმოწერებს აგროვებენ, რომლებმაც მათი თქმით, კომპანიის ან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მუქარის მიუხედავად, გათავისუფლების განცხადებებს ხელი არ მოაწერეს.  ხელმოწერების რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა.

"ამ ყველაფრის ფონზე, კომპანია არ ჩერდება — უამრავი ფიზიკური, ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ძალდატანებით, დაშინებითა და მუქარით აწერინებს ხალხს ხელს იმ დოკუმენტზე, რომელიც დასაქმებულებისთვის კეთილდღეობის მომტანი არ არის". -აცხადებენ მაღაროელები.

ჭიათურაში თითქმის სამთვიანი პროტესტის ფონზე დაკავებულია 4 ადამიანი.

 

ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 25%
არა - 75%
არ ვიცი - 0%
სულ - 4 ხმა