გაფიცული მაღაროელები ტყიბულში კახა კალაძის ჩასვლას ითხოვენ
ტყიბულში გაფიცულმა მაღაროელებმა პროტესტის მე-15 დღეს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ მორიგი აქცია გამართეს. მათი მოთხოვნა ხელფასებთან დაკავშირებით უცვლელია - ისინი თანახმა არ არიან კომპანია "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის" მიერ შეთავაზებულ ხელფასის 5%-იან მომატებაზე. მეშახტეები ხელფასების 20%-ით მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
საგაფიცვო კომიტეტის წევრებმა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შორის ვიცე პრემიერს, ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს ტყიბულში ჩასვლისა და გაფიცული მაღაროელების მოსმენისკენ მოუწოდეს.
მაღაროელებთან ერთად აქციაზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი მოსახლეობა, სტუდენტები და არასამთავრო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კომპანიის "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის" წარმომადგენლები დღეს ჟურნალისტებს შეხვდნენ. მათი მტკიცებით, გაფიცულთა მოთხოვნები უსაფუძვლოა.
ავტორი: ნიუპრესი





21:51
11:02
16:29
16:27
















