“მარგანეცის გარდა, ჭიათურას გააჩნია ისეთი სიმდიდრე, როგორიც მღვიმეები და ბუნებრივი ძეგლებია"
ჭიათურაში მცხოვრები ახალგაზრდები მუნიციპალიტეტში არსებული მღვიმეების კეთილმოწყობას ითხოვენ. აღნიშნული მიზნით ახალგაზრდებმა სოფელ სვერის მახლობლად მდებარე, ე.წ. „კოტიას კლდის“ მღვიმეში დასუფთავების აქცია გამართეს. აქციაში ახალგაზრდებთან ერთად და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები მონაწილეობდნენ.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, მღვიმეებთან შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუტურის მოწყობის შემთხვევაში, ჭიათურა ტურისტებისათვის საინტერესო გახდება, ხოლო მის მოსახლეობას შემოსავლის წყარო გაუჩნდება. მღვიმე, რომლის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოეწყო იმით არის საინტერესო, რომ მის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრებისას 2004 წელს აღმოაჩინეს პირველი ჩონჩხი, რომელიც განსაკუთრებულ დნმ-თან ერთად, მნიშვნელოვან ეთნოგრაფიულ ინფორმაციასაც შეიცავს. “კოტე”, როგორც მას ექსპედიციის წევრებმა შეარქვეს, განსხვავებული წესითაა დაკრძალული.
“მარგანეცის გარდა, ჭიათურას გააჩნია ისეთი სიმდიდრე, როგორიც მღვიმეები და ბუნებრივი ძეგლებია. ეს ობიექტები უყურადღებოდ არის დატოვებული. ჩვენ დღეს მოვედით და დასუფთავების აქცია გავმართეთ. ამით გვინდა, რომ სხვებს მღვიმეებზე ზრუნვის მაგალითი მივცეთ. მღვიმეებთან ელემენტარული ინფრასტრუქტურის მოწყობით შეიძლება ტურისტები დავაინტერესოთ, რაც ადგილობრივ მოსახლეობას შემოსავლის წყაროს გაუჩენს,“ - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნინო სამხარაძე.
„საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 1 500-მდე მღვიმეა. მხოლოდ ჭიათურაში 110 მღვიმეზე მეტია დაფიქსირებული და აღწერილი. მღვიმე კი, რომელთანაც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, უნიკალურია იმით, რომ აქ აღმოჩენილია ამიერკავკასიაში მთლიანი ადამიანის ჩონჩხი. სხვა მხრივ, მღვიმე შესაძლებლობას იძლევა ადგილზე მოეწყოს ტურისტული ადგილები და დასაქმდეს მოსახლეობა,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან თსუ-ს გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელმა ზაზა ლეჟავამ.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















