მარიხუანას მოხმარებაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი გადაიდო
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მარიხუანას შენახვა - მოხმარებაში ბრალდებული ორი პირის სასამართლო პროცესი გადაიდო.
ლაშა კოღუაშვილის და ბესიკ ბაბუხადიას განცხადებით, 2016 წლის ზაფხულში, პოლიციამ მათი საცხოვრებელი ჩხრეკის ორდერის გარეშე გაჩხრიკა, რის შედეგადაც 18 გრამი ნედლი მარიხუანა აღმოუჩინეს.
ეჭვმიტანილებს მხარდაჭერას უცხადებს „გირჩის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე. როგორც თემურ ცამციშვილი აცხადებს, საკონსტიტუციო სასამართლოს უკანასკნელი გადაწყვეტილებით, პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის ფლობა არ შეიძლება თავისუფლების აღკვეთით დაისაჯოს.
„შსს კი ბოროტად სარგებლობს იმით, რომ თითქოს საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება მხოლოდ გამომშრალ მარიხუანას ეხება და ადამიანებს ჯერ კიდეც აპატიმრებს მარიხუანას პირადი მოხმარებისთვის ქონის გამო. დღევანდელი პროცესიც ამის ნათელი მაგალითია“, - აცხადებს ცამციშვილი.
დღეს ჩანიშნული პროცესზე სახაზინო ადვოკატი არ გამოცხადდა, რის გამოც პროცესი 16 თებერვლისთვის გადაიდო.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















