მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მიტევების კვირას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია მიტევების კვირას აღნიშნავს. ამ დღეს ეკლესია სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს.
ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის არქონა გახდა. ამიტომ, ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება.
კვირა საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები იკითხება. ამის შემდეგ, ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას შეუნდობს.
დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი , ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გამართა.
შენდობის წესის შესრულებას ილია მეორე 18:00 საათზე დაიწყებს. ამის შესახებ საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესმა თავად განაცხადება.
შენდობის წესის დროს კათოლიკოს-პატრიარქი თავად ითხოვს შენდობას.
წელს დიდმარხვა 14 მარტიდან დაიწყება და 1 მაისს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.
ავტორი: ნიუპრესი





21:51
11:02
16:29
16:27
















