|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

აღდგომა უმთავრესია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის.  ეს არის ბოროტებაზე გამარჯვების ზეიმი და დღესასწაულთა დღესასწაული.

წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს აღდგა. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი კვლავ გაიღო.

 

აღდგომას წინ უსწრებს სააღდგომო მარხვა, რომელიც 48 დღე გრძელდება და მორწმუნეებს სულიერად ამზადებს ამ უდიდეს დღესასწაულთან შესახვედრად.

აღდგომა მოძრავი დღესასწაულია.

ავტორი: ნიუპრესი