მარტოხელა დედა შვილს გაუსაძლის პირობებში ზრდის (PHOTO)
ქუთაისში, თამარ მეფის # 107 -ში მარტოხელა დედა მზევინარ გაგოშიძე და მარტოხელა მოხუცი ქიშვარდ კალანდაძე ნანგრევებად ქცეულ სახლში ცხოვრობენ. მძევინარ გაგოშიძე მძიმე საცხოვრებელ გარემოში ზრდის მცირეწლოვან ბავშვს.
მათ პრობლემებზე "ახალი პოლიტიკური ცენტრის–გირჩი" ქუთაისის ორგანიზაციაში საუბრობენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თემურ ცამციშვილის განცხადებით, მათი საცხოვრებელი პირობები არის კატასტროფული. ცამციშვილი შესაბამის სამსახურებს სოციალურად დაუცველთა პრობლემით დაინტერესებისაკენ მოუწოდებს, ასევე თვითმმართველობას მიმართავს, რომ 2016 წელს გამოყოფილი მილიონი ლარით უზრუნველყონ უსახლკაროები შესაბამისი საჭიროებებით.
ქუთაისის მერიამ საბინაო ფონდის შექმნის მიზნით ბიუჯეტიდან მილიონი ლარი გამოყო. თანხაში მიუსაფართათვის საცხოვრებელი ფართები მოეწყობა. პირველ ეტაპზე 50 ოჯახის უზრუნველყოფა მოხდება. აქცენტი მრავალშვილიან ოჯახებზე, მარტოხელა დედებზე, ასევე შშმ პირებზე და სოციალურად დაუცველებზე გაკეთდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















