"ქუთაისის თვითმართველობამ ნახევარი მილიონი ლარი დანამატის სახით აიღო" (ვიდეო)
პარტია "თავისუფალი საქართველოს "იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ გუგუნავას #12-ში აქცია გამართა, სადაც სოციალურად დაუცველი 5 ოჯახი მიტოვებულ შენობაში თავს აფარებს. ამის ფონზე წულაიამ ჟურნალისტებს დოკუმენტი წარუდგინა, რომლის თანახმად ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებს პრემიის და დანამატის სახით ნახევარი მილიონი ლარი აქვს გამოწერილი. წულაია ქალაქის მერს შოთა მურღულიას მიმართავს, დააუყოვნებლივ გადააყენოს მთავრობა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყებს ხელმოწერების შეგროვებას ქალაქის მერის გადასაყენებლად.
"იმ ფონზე, სადაც სოციალურად დაუცველი 100 ადამიანი გაჭირვებაში ცხოვრობს და 1000-მდე ბავშვი საშინელ პირობებში იზრდება, ადგილობრივი თვითმართველობა ნახევარ მილიონს იწერს დანამატების და პრემიის სახით, მაშინ როდესაც ხელფასიც კი არ ეკუთვნით, ეს არის კლასიკური უნამუსობა. მოვუწოდებ შოთა მურღულიას, კეთილი ინებოს დააკომპლექტოს ახალი მთავრობა, რომელიც ქალაქს გადაარჩენს, თორემ ზუსტად ერთ კვირაში დავიწყებ ხელმოწერებს შოთა მურღულიას გადაყენებისათვის",-აღნიშნა გოგი წულაიამ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:29
16:27
13:32
16:29
















