|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მაშველებმა სერბი ტურისტი გადაარჩინეს


შსს-ს  მაშველებმა სერბი ტურისტი, 46 წლის მამაკაცი გადაარჩინეს, ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების განცხადებით,  შეტყობინება იმის შესახებ, რომ ლომისას ქედზე 4 ტურისტი ჩამოწოლილ ზვავში მოჰყვა, რა დროსაც ერთი მათგანი მძიმედ დაშავდა, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ ,,112" -ში შევიდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, კატასტროფის მედიცინის ცენტრის ექიმებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე გაფრინდნენ. დაშავებულს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია.

ამჟამად სერბი ტურისტი თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში იმყოფება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა