მაჟორიტართა ბიუროების დაფინანსება შემცირდება
მაჟორიტართა ბიუროების საშუალო დაფინანსება შემცირდება, თუმცა გაიზრდება ბიუროების რაოდენობა. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ჯამში, ბიუროების ბიუჯეტი არ შეიცვლება და იგივე დონეზე დარჩება.
“იმის გათვალისწინებით, რომ მაჟორიტარების არჩევასთან დაკავშირებული საკითხი შეიცვალა, დღის წესრიგში მაჟორიტართა ბიუროების ბიუჯეტის შესაძლო გაზრდა დადგა. საბოლოო ჯამში, იმ რეალობიდან გამომდინარე, რომლის წინაშეც დავდექით და რომელიც ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასთან არის დაკავშირებული, ჩვენ მაჟორიტართა ბიუროების დაფინანსების განსხვავებულ მოდელზე შევჯერდით - რეალურად ბიუროების საშუალო დაფინანსება შემცირდება, თუმცა ბიუროების რაოდენობა გაიზრდება. საბოლოო ჯამში, ბიუროების ბიუჯეტი არ შეიცვლება და დარჩება იგივე დონეზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.
ქუთაისში წელს მაჟორიტარი დეპუტატების სამი ბიურო შეიქმნება.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















