მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
პარტია "თავისუფალი საქართველო" მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნას უერთდება. პარტიის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გოგი წულაიას განცხადებით, საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც რამდენიმე ორგანიზაცია შედის, საარჩევნო სისტემის შევცლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს და 200 000 ხელმოწერას პარლამენტში შეიტანს. "ის მაჟორიტარული სისტემა, რაც არის, მოითხოვს შეცვლას. ხარვეზები რომ არის, მთავრობაც აღიარებს, მაგრამ აღნიშნავენ რომ შეცვლა 2020 წლის არჩევნებისთვის მოხდება. არადა, რეფორმა უნდა გატარდეს მაშინვე, როგორც კი ამის საჭიროება შეუნიშნება. ჩვენ ვაგროვებთ ხელმოწერებს და წარვუდგენთ დეპუტატებს, რომ მოხდეს მაჟორიტარული სისტემის არსებული წესის შეცვლა",- განაცხადა წულაიამ. მისი თქმით, სამხარეო მაჟორიტარული სისტემის შექმნა უნდა მოხდეს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















