მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი წელსაც გაგრძელდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით “მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ 2016 წელსაც გაგრძელდება. სამთავრობო პროგრამა სოფლად მცხოვრები მცირემიწიანი ფერმერმერების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
2016 წელს პროექტის ფარგლებში: ბენეფიციარები რომლებსაც საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ 0.25 ჰა-დან 1.25- ჰა-ს ჩათვლით სახნავი მიწის ფართობი, მიიღებენ მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო (ხვნის) ბარათს 1 ჰა-ზე 140 ლარის გაანგარიშებით (მიწის ფართობის პროპორციულად).
ბენეფიციარები, რომელთაც საკუთრებაში აქვთ 0-დან 0.25 ჰა-მდე მიწის ფართობი 50 ლარიანი აგრო ბარათით ისარგებლებენ.
ბენეფიციარებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ერთწლიანი კულტურებისთვის განკუთვნილი სახნავი მიწის ნაკვეთი და სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ მრავალწლიანი კულტურებით გაშენებული 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის ნაკვეთ(ებ)ი, მიიღებენ ,,აგრობარათს“ 1 ჰა-ზე 140 ლარის განგარიშებით სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად.
მცირემიწიან ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ სასოფლო-სამეურნეო ბარათით შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო საქონელი (სასუქები, სათესლე და სანერგე მასალა, მცენარეთა მოვლის საშუალებები) ერთიანად, ნაწილ–ნაწილ, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მომწოდებლისგან. სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება დაიწყო.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















