|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მდინარე აბაშისწყალში 65 წლის მამაკაცი დაიხრჩო

შინაგან საქმეთა სამინისტრო ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ შემთხვევებთან დაკავშირებით შესული შეტყობინენების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს მასშტაბით,  საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ოპერატიული მართვის ცენტრში სულ 17 შეტყობინება დაფიქსირდა.

უბედური შემთხვევა მოხდა მარტვილში.  უწყების ცნობით,  7 ივლისს, 18 საათსა და 46 წუთზე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შევიდა შეტყობინება, რომ მარტვილში, ადიდებულ , 65 წლის მამაკაცი მსხვილფეხა პირუტყვის გამოსაყვანად შევიდა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18 საათსა და 50 წუთზე უკვე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. უბედური შემთხვევიდან ზუსტად 6 წუთში შსს-ს მაშველებმა და მყვინთავებმა მამაკაცის ცხედარი 10 მეტრის სიღრმიდან ამოიტანეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის (ხობი) და რაჭა-ლეჩხუმის (ონი) რეგიონებში, ადიდებული მდინარეების, ღელეებისა და ძლიერი წვიმის გამო, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები.

შსს-ს სამაშველო ჯგუფებმა უკლებლივ ყველა შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს. ისინი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს და ადგილობრივებს საყოფაცხოვრებო ნივთების უსაფრთხო ადგილზე გადატანაში ეხმარებიან,-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.


ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა