|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მდინარე ჩხარაზე ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა

 მდინარე ჩხარაზე ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ ხიდზე გადაერთო. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ავტოტრანსპორტის მოძრაობის ახალ ხიდზე გადართვა სრულად მოაგვარებს პრობლემას, რომელიც თბილისი–სენაკი–ლესელიძის 206–ე კილომეტრზე, მდინარის ადიდებისას დროებით გზაზე იქმნებოდა ხოლმე.

ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში, 15.2 კილომეტრიან მონაკვეთზე აშენდება 4 ზოლიანი ცემენტ–ბეტონის გზა, 9 პარალელური ხიდი, 1 გზაგამტარი 2 სატრანსპორტო კვანძი, 5 საფეხმავლო გადასასვლელი ხიდი, მიწისქვეშა გასასვლელები და რკინაბეტონის წყალგამტარი მილები. პროექტის ღირებულება 71.1 მილიონ ლარსა და 22.1 მილიონ ევროს შეადგენს.

 




ავტორი: ნიუპრესი