|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მდინარე ოღასკურას კალაპოტის მოსაწყობად განმეორებითი ტენდერი გამოცხადდა

მდინარე ოღასკურას კალაპოტის მოსაწყობად მერიამ განმეორებითი ტენდერი გამოაცხადა. აპრილში გამოცხადებული ტენდერი პრეტენდენტის არარსებობის გამო ჩაიშალა. ახალ ტენდერში უცვლელი რჩება თანხა და  პირობები. 

ბიუჯეტიდან 582 001 ლარი გამოიყო. ტენდერის პირობები მდინარე ოღასკურას კალაპოტის მოწყობას ჯავახიშვილის ქუჩიდან №32 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიამდე ითვალისწინებს. 

მიმწოდებელმა მდინარე ოღასკურას კალაპოტის მოწყობის სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან ერთი წლის ვადაში უნდა განახორციელოს.

წინადადებების მიღება 20 მაისს იწყება და 25 მაისს მთავრდება.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური სამუშაოები.

 

 

მდინარე ოღასკურას კალაპოტის მოწყობისათვის 582 001 ლარი დაიხარჯება

მდინარე ოღასკურას კალაპოტის მოწყობის სამუშაოების ტენდერი ჩავარდა

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა