|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მდინარე ოღასყურამ ვერ შეძლო ამდენი ნალექის გატარება და ადიდდა"-შოთა მურღულია

12 საათში ნალექის ის რაოდენობა მოვიდა, რაც დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში შეიძლება მოსულიყო-აცხადებენ ქუთაისის მერიაში. მათი თქმით,  ეს  ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტოდან მიაწოდეს.

წვიმის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა. კალატოტიდან გამოვიდა მდინარე ოღასყურა. სტიქიის ადგილზე იმყოფებოდა ქუთაისის მერი შოთა მურღულია. 

"მდინარე ოღასყურამ ვერ შეძლო ამდენი ნალექის გატარება და ადიდდა. ჩვენ ყველა გასასვლელი გავუხსენით მდინარეს, თუმცა მას ფიზიკურად არ ჰყოფნის დიამეტრი წყლის ასეთი რაოდენობის გასატარებლად. ეს არის სტიქია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო ათწლეულია, ამხელა ნალექი არ ყოფილა ქალაქში. ყველა შესაბამისი სტრუქტურა მობილიზებულია, მაქსიმალურად ყველაფერი კეთდება პრობლემების აღმოსაფხვრელად და მოსახლეობის დასახმარებლად. პირველ რიგში, სამაშველო სამსახურები მობილიზებულია საავადმყოფოებთან და სკოლებთან. მივლენ აუცილებლად ყველა იმ ოჯახში, რომელიც დაიტბორა და დახმარებას საჭიროებს. ასევე, დაითვლება ზარალი, რაც ქალაქს სტიქიის შედეგად მიადგა", - განაცხადა შოთა მურღულიამ.

 მერიის ააიპი "სპეციალური სერვისები" მდინარე ოღასყურას გაწმენდით სამუშაოებს პერიოდულად ატარებს, თუმცა როგორც ააიპში აცხადებენ, მოსახლეობა მდინარეში ნარჩენების გადაყრას ისევ აგრძელებს, რის გამოც წვიმის დროს მდინარე მოსულ ნალექს ვეღარ ატარებს. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა