"ოღასყურას კალაპოტი იწმინდება, მაგრამ ნარჩენები თვეზე მეტია, არ გაუტანიათ"
პოლიტიკური ცენტრის "გირჩი" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მდინარე ოღასყურას კალაპოტის გაწმენდის შემდეგ ნარჩენების ტერიტორიიდან გატანა არ მომხდარა.
"კარგია, ოღასკურის კალაპოტი რომ გაიწმინდა, მაგრამ ნარჩენები ერთ თვეზე მეტია, არ გაუტანიათ",–წერს ცამციშვილი.
"ნიუპრესი" დაინტერესდა, რა მდგომარეობაა რეალურად მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე. ხდება თუ არა გაწმენდა და ნარჩენების გატანა. როგორ მერიის ააიპ სპეციალური სერვისების საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი გიორგი მჟავანაძე აცხადებს, ცამციშვილის განცხადება ვიწრო პარტიული ჭრილიდან გაკეთებულ განცხადებას გავს, რეალურად კი ბოლო 30 წლის განმავლობაში უპრეცედენტო საქმე კეთდება და მდინარე სრულად იწმინდება.
"ცამციშვილის განცხადება, უფროს ვიწრო პარტიული ჭრილიდან გაკეთებულ განცხადებას გავს. რადგან ქუთაისში ბოლო 30 წლის განმავლობაში უპრეცედენტო საქმე კეთდება. მდინარის კალატოტი საბჭოთა კავშირის შემდეგ არ გაწმენდილა. ქალაქმა კი ამჯერზე შეიმუშავა პროექტი, რომლის განხორციელებაც წინა წლის დეკემბერში დაიწყო და გრძელდება. ავტოქარხნიდან დაიწყო და გაიწმინდა მდინარის თითქმის ერთკილომენტრიანი მონაკვეთი, ასევე მოხდა ნარჩენების ტერიტორიიდან გატანა, რისი დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო მასალაც არსებობს და ნახვა ადგილზეც შეიძლება. ამინდების გაუმჯობესებისთანავე დაიწყება სამუშაოები ისევ და ქალაქის ტერიტორიაზე არსებული მთლიანი მონაკვეთი გაიწმინდება",–აცხადებს გიორგი მჟავანაძე.
მოხდება თუ არა მდინარის ნაპირების გამაგრება, მჟავანაძე პასუხობს, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობს, რადგან მდინარიდან წყლის გადმოსვლა სწორედ შევიწროებული კალაპოტის გამო ხდებოდა. გაწმენის შემდეგ მდინარის კალაპოტი გაღრმავდა, რაც წყლის გასატარებლად საკმარია.
შეგახსენებთ, რომ მდინარე ოღასყურა, რომელიც ქალაქის რამდენიმე უბანს კვეთს, ხშირად გადმოდიოდა კალატოპიდან და ქუჩებს და ახლომდებარე მაღაზიებს ტბორავდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





11:02
16:29
16:27
13:32
13:09
















