|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მდინარე რიონს კალაპოტი შეუცვალეს

საქართველოს რკინიგზამ მდინარე რიონის კალაპოტის შეცვლასთან დაკავშირებული სამუშაოები დაასრულა.

მათივე განმარტებით, წლების განმავლობაში, რიონის შეცვლილი კალაპოტი ქუთაისი-ბათუმის გზაგამყოფზე მდებარე სარკინიგზო ხიდის ბურჯებს აზიანებდა და ქუთაისის მიმართულების სარკინიგზო გზის მიწის ვაკისის ეტაპობრივ ჩამოშლას იწვევდა. 

“საქართველოს რკინიგზის გადაწყვეტილებით, 2017 წლის დეკემბერში ინტენსიური სამუშაოები დაიწყო. მძლავრი ტექნიკისა და სპეციალისტების დახმარებით, რიონის კალაპოტი შეიცვალა და მოეწყო დამცავი კედელი. ჩატარებული სამუშაოების შემდეგ, არსებულ მონაკვეთზე მოძრაობა შეუფერხებელი იქნება“, - აცხადებენ რკინიგზაში. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა