მდინარე რიონში მოზარდის ცხედარი იპოვეს
მდინარე რიონში გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი დღეს იპოვეს. მოზარდის ცხედარი მდინარემ ე.წ ლიტოფონის ხიდთან გამორიყა. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ეს ერთი კვირის წინ გაუჩინარებული მოზარდია, რომლის სამძებრო სამუშაოებში 50-მდე მაშველი ერთი კვირის განმავლობაში მუშაობდა.
შემთხვევა ქუთაისში მოხდა, 13 წლის ბიჭი 14 ივლისს გაუჩინარდა. გიორგი თორდინავა სახლიდან მეგობრებთან ერთად გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
"ნიუპრესის" ინფორმაციით, ამ დროისთვის გადაკეტილია ბალახვნის ხიდი, ადგილზე რამდენიმე სამაშველო და საპატრულო ეკიპჟი მუშაობს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















