მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრება პროტესტის ფონზე მიმდინარეობს
თბილისში, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი შეკრება ოპოზიციური პარტიებისა და მოქალაქეების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგების გაუქმებასა და ხელახალი არჩევნების ჩანიშნას ითხოვენ, მათი მტკიცევბით, არჩევნები ტოტალურად არის გაყალბებული. მათი მტკიცებით მმართველმა პარტია 15 %-ით მეტი დაიწერა, რითაც საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობით გასვლა შეძლო.
არჩევნების შედეგები არ უღიარებია საერთაშორისო პარტნიორებს. პარლამენტის სხდომა არ მოუწვევია პრეზიდენტს, სხდომას არ დაესწრებიან პარტნიორი ქვეყნების ელჩები.
ფოტო: არჩილ გეგენავა
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 100%
არა - 0%
არ ვიცი - 0%
სულ - 1 ხმა