|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მეუფე კალისტრატეს დაკრძალვაზე, შესაძლოა, პატრიარქი ჩამოვიდეს

ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ მეუფე კალისტრატეს 23 ივნისს, ბაგრატის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. ტაძრის მარჯვენა ნაწილში საფლავის მზადება მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, სწორედ მეუფის სურვილი იყო, რომ ის ბაგრატის ტაძარში დაკრძალულიყო. დაკრძალვაზე პატრიარქს ელოდებიან. გუშინ პანაშვიდზე პრემიერ მინისტრი და მთავრობის წევრები მივიდნენ.

სასულიერო პირების თქმით, მე-19 საუკუნის შემდეგ აღნიშნულ ტაძარში სასულიერო პირი არ დაკრძალულა. ცნობისთვის, მეუფე კალისტრატე ავადმყოფობის შედეგად, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა