|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მეოცე საუკუნის ქუთაისის ფოტო გამოფენა

ქუთაისის ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმში გამოფენა გაიმართება.  წარმოდგენილი იქნება მე-20 საუკუნის ქუთაისის ცენტრალური ნაწილის ფოტოები, ცენტრალური მოედნის, ბაღის კიდის, ბულვარის და მერიის ძველი ფოტოები.

გამოფენა 3 მაისს გაიხსნება და კვირის განმავლობაში დარჩება. ღონისძიება "ქუთაისქალაქობის" ფარგლებში ეწყობა.

ქალაქში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი.  

 ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმს შენობა წლების განმავლობაში არ ჰქონდა და მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გადაეცა. ახლადგახსნილ სიცრცეში ეს პირველი გამოფენა იქნება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი