"ვგმობთ და ვემიჯნებით " - ქუთაისის მერი ნანა კოსტავას სიძულვილის შემცველი პოსტის შესახებ
ქუთაისის მერი და "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია საკრებულოს უმრავლესობის წევრის და და ფრაქციის თავმჯდომარის ნანა კოსტავას სიძულვილის შემცველ პოსტს ეხმიანება. მისი განცხადებით, გუნდი ემიჯნება და გმობს მის ამ დამოკიდებულებას.
"პირველ რიგში ვიზიარებ ოჯახის დიდ ტკივილს. რაც შეეხება საკრებულოს წევრის მხრიდან დაწერილ პოსტს, მე პირადად და ასევე ჩვენი გუნდი ვგმობთ და ვემიჯნებით ამ დამოკიდებულებას, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია" -აცხადებს გიორგი ჭიღვარია.
შეგახსენებთ, ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარემ ნანა კოსტავამ
სოციალური ქსელის მეშვეობით სიძულვილის შემცველი ტექსტი გაავრცელა, რამაც საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















