|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მე მუდამ ვგრძნობდი უფლის სიახლოვეს, რომელსაც ეჭირა ჩემი ხელი"

"მე მუდამ ვგრძნობდი უფლის სიახლოვეს, რომელსაც ეჭირა ჩემი ხელი და მატარებდა ურთულეს გზებზე",- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ  განაცხადა.

 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდნ 38-ე წელი გავიდა. უწმინდესის თქმით, ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა ღვთის მადლითა და შეწევნით. 
"მე ვმადლობ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. ამ წლების მანძილზე მე მუდამ ვგრძნობდი უფლის სიახლოვეს, რომელსაც უჭირავს ჩემი ხელი და მატარებს ურთულეს გზებზე. უფალს ძალიან უყვარს საქართველო და მთელი მსოფლიო, ძალიან ხშირად გვიგზავნის განსაცდელებს, მაგრამ არასდროს არ გვშორდება. წყალობა უფლისა და მადლი ღვთისა გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა", - ბრძანა უწმინდესმა. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა