|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტის პირველი სხდომის თარიღი პრეზიდენტს ჯერ არ დაუნიშნავს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეპუტატებს მოუწოდებს, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების თარიღთან დაკავშირებით „ნაჩქარევი განცხადებების“ გაკეთებისგან თავი შეიკავონ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სხდომის თარიღთან დაკავშირებით შესაბამის სამართლებრივ აქტს პრეზიდენტი  ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შემაჯამებელ ოქმის გამოქვეყნების შემდეგ გამოსცემს.

„ცესკოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმი ჯერ არ გამოუქვეყნებია. შესაბამისად, კონკრეტული თარიღი და დრო, თუ როდის დანიშნავს საქართველოს პრეზიდენტი მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ჯერ უცნობია. ჩვენ არაერთი ნაჩქარევი განცხადება მოვისმინეთ დეპუტატებისგან სხვადასხვა თარიღთან დაკავშირებით, თუმცა ზუსტი დრო მხოლოდ მაშინ გახდება ცნობილი, როდესაც ცესკო გამოაქვეყნებს არჩევნების შემაჯამებელ ოქმს და პრეზიდენტი გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს“, -ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 18 ნოემბერს გაიმართება.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა