|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მეცხრე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა უმჯობესდება

ქუთაისში მეცხრე სართულიდან გადმოვარდნილი ორი წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. როგორც „ნიუპრესისთვის“ გახდა ცნობილი, ბავშვი მართვით სუნთქვაზე აღარ იმყოფება. აღნიშნულ ინფორმაციას ინტერვენციული მედიცინის ცენტრში არც გვიდასტურებენ და არც უარყოფენ.

არსებული ინფორმაციით, ბავშვს მენჯის ძვლის გარდა, თავი აქვს დაზიანებული.

ქუთაისში, გუშინ ნიკეას ქუჩაზე ორი წლის ბავშვი მეცხრე სართულიდან გადმოვარდა. 

„ფანჯარას მწერებისგან დამცავი ბადე ქონდა, რამაც ბავშვის ვარდნა შეამსუბუქა. ამ დროისათვის მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. ის მართვით სუნთქვაზე აღარ იყოფება“,-აღნიშნა ოჯახის ნათესავმა „ნიუპრესთან“ საუბარში.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა