"ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია ჩემს წინააღმდეგ"-ქუთაისის ვიცე-მერი
საინფორმაციო სააგენტოს "იმერეთი ნიუსი" მფლობელის ბრალდებას ქუთაისის მერია საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. ვიცე-მერმა გიორგი იობაშვილმა ბრიფინგზე კოტე ცირეკიძის ბრალდებას სიცრუე და პროვოკაცია უწოდა.
"ეს არის სრულად აბსურდული, მიზანმიმართული პროვოკაცია ჩემს წინააღმდეგ, მინდა მივმართო "იმერეთი ნიუსის" რედაქციას, წარმოადგინოს მტკიცებულება, თუ რაიმე არსებობს და ასეთ შემთხვევაში, მზად ვარ პასუხი ვაგო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არის დამოუკიდებელი მედია და მოხარული ვიქნებით, თუ "იმერეთი ნიუსი" განაახლებს მუშაობას"-განაცხადა გიორგი იობაშვილმა.
"ნიუპრესის" კითხვის პასუხად, თუ ვინ არის მის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციით დაინტერესებული, იობაშვილმა განაცხადა, რომ ამის შესახებ ცირეკიძემ უნდა ისაუბროს.
"იმერეთი ნიუსის"ფლობელმა კოტე ცირეკიძემ გუშინ სოციალურ ქსლეში განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ იმერეთის გუბერნატორის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი და მერის მოადგილე გიორგი იობაშვილი მას და მის ოჯახს სააგენტოს მუშაობის გამო დაემუქრენ. ცირეკიძის განცხადებით, ის ოჯახის და თანამშრომლების უსაფრთხოების გამო სააგენტოს მუშაობას აჩერებს. ცირეკიძე ამ დროისთვის დამატებით კომენტარს არ აკეთებს. კოტე ცირეკიძე საკრებულოს უმრავლესობის წევრის ელეონორა არჩაიას შვილია.
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















