"მედიატორის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სრული უპასუხისმგებლობა"
არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორის“ განცხადებას ა(ა)იპ “სპეციალური სერვისების“ მხრიდან ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით, ამავე სამსახურის ადმინისტრაცია ეხმაურება და მეტი სიცხადისათვის განმარტებას აკეთებს.
ააიპის მიერ გავრცელებული განცხადებით, "მედიატორის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სრული უპასუხისმგებლობა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
"მედიატორის ინფორმაციით, ა(ა)იპ „სპეციალურ სერვისებს“ მხოლოდ ქალაქის დასუფთავება და უმეთვალყურეოდ დარჩენილი მაწანწალა ძაღლების დაჭერა ევალება, რაც სიცრუეა და „დიდი ამბიციების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციის“ მხრიდან საკითხში აშკარად გაურკვევლობაა. ააიპის ფუნქციონირებაში ამჟამად 11 სახის საქმიანობა შედის.
სავსებით ლოგიკურია, რომ ფუნქციების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, ა(ა)იპ "სპეციალურ სერვისებს“ დასჭირდა, ხაზს ვუსვამთ, დამატებით ტექნიკური- პერსონალის მოზიდვა და არა ადმინისტრაციის საშტატო ერთეულის გაზრდა, როგორც ამას "მედიატორი" ავრცელებს. ადმინისტრაციულ ბლოკში, საქმის და დავალებების შესასრულებლად საქმიანობას მხოლოდ 19 ადამიანი ახორცილებს. ასევე სიცრუის ტირაჟირებას ეწევა მედიატორის წარმომადგენელი, ბატონი მარდალეიშვილი როდესაც აცხადებს, რომ გასულ წელს პრემიის სახით, თითქოსდა, გაცემულია 400. 000 ათასი ლარი. გასულ წელს სახელფასო დანამატის სახით გაცემულია 317 ათასი ლარი ადამიანებზე, რომლებიც დილის 5 საათიდან 24 საათის განმავლობაში, წვიმაში, ქარში, თოვასა თუ თაკარა მზეში მუხლჩაუხრელად შრომობენ და უზრუნველყოფენ ქალაქის სისუფთავეს. დიახ, ეს ის დანამატია, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები არის ღირსეული შრომის ანაზღაურების მოტივაცია",–ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსნებთ, რომ "მედიატორმა" დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადეს, რომ ააიპში თანამშრომლების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, მათ პრემიებზე კი, 400 000 ლარი დაიხარჯა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















