|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მედიის დამოუკიდებლობის რეიტინგში საქართველო 69-ე ადგილზეა

საქართველო მედიის დამოუკიდებლობის რეიტინგში, რომელსაც "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" აქვეყნებს, 180 ქვეყანას შორის 69-ე ადგილს იკავებს. გასულ წელს საქართველოს ამ რეიტინგში 84-ე ადგილი ეკავა.
ორგანიზაციის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ 2012-2013 წლების არჩევნების შემდეგ, საქართველო წინა წლებში დაწყებული რეფორმების შედეგებს იმკის. ვებგვერდზე ასევე აღნიშნულია, რომ მედიამფლობელების გამჭვირვალობა გაუმჯობესდა. თუმცა, საინფორმაციო გამოშვებები პოლიტიკურად პოლარიზებულია და ჯერ კიდევ არც თუ დამოუკიდებელია.
ამ რეიტინგში საქართველოს მეზობლებიდან სომხეთი 78-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი - 162-ზე, რუსეთი - 152-ე, თურქეთი 149-ე, უკრაინა 129-ე. სიის პირველ სამეულში არიან ფინეთი, ნორვეგია და დანია.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა