|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან"

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები დღის ცენტრში ,,ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის" მოინახულა და მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

დღის ცენტრში ამ სინდრომის მქონე 12 აღსაზრდელი სწავლობს. პატარებთან ქუთაისის მერი ანიმაციური ფილმების გმირებთან და ნიღბების თეატრის მსახიობებთან ერთად მივიდა.

ქუთაისის მერია აქტიურად ერთვება ანალოგიური სახის აქციებში. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი უამრავი კამპანია მიზნად ისახავს დაუნის სინდრომის მქონე პირების სრულუფლებიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.

საქართველოში  დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2012 წლიდან აღინიშნება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა