მერაბ კვიცარიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს [R]
ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ავტოქარხნის მაჟორიტარობის კანდიდატი მერაბ კვიცარიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
ამჯერად კანდიდატი მესხის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და "ქართული ოცნების" სამომავლო გეგმები გააცნო.
"ქალაქში იქნება ხელმისაწვდომი შესაძლებლობები, ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდეს როგორც ნებისმიერი ადგილობრივი მცხოვრები, ისე ქალაქის დროებითი მაცხოვრებელი თუ სტუმარი. გაუმჯობესდება პირობები სრულფასოვანი და ნაყოფიერი ცხოვრებისთვის; შემცირდება განსხვავება ქალაქის სხადასხვა უბნებს, ქალაქსა და დანარჩენ საქართველოს, საზოგადოების სხვადასხვა ფენას შორის. საჭიროების შემთხვევაში, გაუმჯობესებული ხარისხის სამედიცინო და სოციალური სერვისი მიეწოდება ყველა ქუთაისელს. შეიქმნება მოსახლეობის ჯანმრთელობის აღდგენისა და შენარჩუნებისთვის საჭირო პირობები; გავაფართოვებთ გაჯანსაღებისა და დასვენებისათვის გარემოს გამოყენების შესაძლებლობას, მხარს დავუჭერთ შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას; შევქმნით პირობებს მაღალი ხარისხის, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი სერვისების უზრუნველსაყოფად მათთვის, ვისაც ისინი სჭირდებათ ბინაზე, სამკურნალო ცენტრებსა და საავადმყოფოებში; შევამცირებთ ბარიერებს, რათა ნებისმიერი მსურველი აქტიურად იყოს ჩართული საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაში"_ განაცხადა მერაბ კვიცარიძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















