|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მერებთან შეხვედრა რაიონებში მიმდინარე პროექტებს ეხებოდა"-შავლეგო ტაბატაძე

იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე არ ადასტურებს, რომ მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა არჩევნების თემას უკავშირდებოდა. მისი თქმით, შეხვედრა რაიონებში მიმდინარე პროექტებს უკავშირდებოდა და შეხვედრას მშენებლებიც ესწრებოდნენ. 

"წლის ბოლო ახლოვდება, გვქონდა სამუშაო შეხვედრა მერებთან და მშენებლებთან, რომლებიც სამუშაოებს ასრულებენ. მოვისმინეთ მათგან ინფორმაცია, როგორ მიმდინარეობს პროექტები და რა შეფერხებაა, ამის მერე მომავალი წლის პროექტები სწორად რომ დავგეგმოთ. მეტად მოხდება მათი ანალიზი. ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რომელი მუნიციპალიტეტია წარმატებული, ამის შესახებ ინფორმაცია წლის ბოლოს გვექნება", - განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.

მან ასევე ისაუბრა არჩევნებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მომავალ არჩევნებზე მეტი ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. 

"არჩევნებთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ არჩევანს აკეთებს მოსახლეობა. მე ვფიქრობ, რომ უნდა დავფიქრდეთ, ყველა ხელმძღვანილი პირი, დავგეგმოთ  ქმედითი ნაბიჯები, რაც მორგებული იქნება მოსახლეობაზე.  დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი არჩევნები გაცილებით ეფექტური იქნება და მოსახლეობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას ჩვენი ქვეყნის და მომავლისთვის", - განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ. 

შეხვედრას ესწრებოდნენ მშენებლები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში ტენდერების ფარგლებში პროექტებს ასრულებენ. მათ განმარტეს, როგორ მიმდინარეობს პროექტების სამუშაოები და რა ხარვეზები არსებობს.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა