|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მერიამ არ იცის, რა ქონებას ფლობს და ამ ფორმით გავაცნობთ"-გოგი წულაია

"მერიამ არ იცის, ქალაქში, რომელი შენობებია უფუნქციოდ, ამიტომ ვაგრძელებთ ამ შეობებთან ბრიფინგს, რომ ამ ფორმით მაინც გაიგონ"-განაცხადა პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ. გოგი წულაიამ ყოფილ ყაზარმასთან ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ეს შენობა ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ნადგურდება მილიონობით ლარის ქონება.

"დაპირებისამებრ მორიგ შენობასთან გავმართეთ ბრიფიგი, რომ ამ ფორმით გვეჩვენებინა მერიისთვის,  რომელი შენობაა მიტოვებული. ეს არის ყოფილი ყაზარმის შენობა, რომელიც ნადგურდება. ეს არ არის ერთადერთი, მსგავსი შენობა ბევრია. ნაცვლად იმისა, რომ გაასხვისონ, ან რეაბილიტაცია მოახდინონ, ასეა მიტოვებული. მიტოვებული შენობა საფრთხეს წარმოადგენს ადგილობრივებისთვის. ანტისანიტარიაა, დასუფთავებაც არ ხდება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მერიას, დროულად მოახდინოს ქონების აღწერა და გასხვისება, ვიდრე სრულად განადგურებულა"-განაცხადა გოგი წულაიამ.

მისი თქმით, შესაცვლელია თვითმმართველობის კანონი. როგორც წულაია აცხადებს, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ყველა ქონება მერიის ბალანსზე უნდა იყოს და მისი განკარგვა თვითმმართველობას შეეძლოს.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა