|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მერიის ეკონომიკისა და არქიტექტურის სამსახურებმა 2015 წელი შეაჯამეს

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა და არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ბაქარ ჭეიშვილმა თვითმმართველობის, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორს 2015 წელს სამსახურების მიერ განხორციელებული აქტივობები და მიღებული შედეგები წარუდგინეს.

განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალური ქონების რეგისტრაციისა და განკარგვიდან მიღებული შემოსავლების უპრეცენდენტოდ მაღალ მოცულობაზე, ასევე  მუნიცილპალური ,,შპს“-ების მენეჯმენტის გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე გამახვილდა.

"გასულ წელს არაერთი აქტივობა განხორციელდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ეკონომიკის სამსახურისათვის იყო ქონების პრივატიზებით მიღებული მაჩვენებელი, რომლის მსგავსი არცერთ წელს არ დაფიქსირებულა. თანხამ დაახლოებით სამი მილიონი შეადგინდა და დაგეგმილი ბიუჯეტის 98 % იყო. ასევე მოხდა ბიზნეს ობიექტების აღწერა",–განაცხადა პაატა კლდიაშვილმა.

2015 წელი შეაჯამა არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ბაქარ შეიშვილმა, რომლის განცხადებითაც, გასული წლებისგან განსხვავებით, აღარ ხდება უნებართვო მშენებლობები, რაც ქალაქის იერსახეს ამახინჯებდა.

სამსახურების მუშაობა დადებითად შეაფასა ქალაქის მერმა. შოთა მურღულიას განცხადებით, მნიშვნელოვანია ის პროექტები, რაც ქალაქში ხორციელდება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი