"მერიის წინ გავმართავ გარევაჭრობას"- გოგი წულაია
საარჩევნო ბლოკის "დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ საფიჩხიაზე გარევაჭრობა გააპროტესტა. მისი თქმით, ეკლესიასთან ახლოს არსებობდა ბაზარი, სადაც მოქალაქეები შედარებით მოწესრიგებულად ყიდულობდნენ პროდუქტს, თუმცა ხელისუფლებამ მოვაჭრეები ბაზრიდან გადევნა.
"ხელისუფლება ხელს უწყობს გარევაჭრობას, აქ, საფიჩხიაზე მუნიციპალიტეტის შენობის გვერდით იყო მცირე ბაზარი, სადაც მოქალაქეები პროდუქტს შედარებით სუფთა გარემოში ყიდულობდნენ. იქ მოვაჭრეები იძულებული გახდნენ სიცივეში, წვიმაში, სიცხეში დადგენ და გაყიდონ პროდუქტი, რომელიც არაჰიგიენურ პირობებში იყიდება. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ გარევაჭრობა აიკრძალოს და მოვაჭრეებს მიეცეთ საშუალება გადახურულ ჯიხურებში, მარკეტებში ივაჭრონ და არა ძირს დაყრილი პროდუქტი გაყიდონ. მოვუწოდებ მერიას, დროულად გააკეთონ რეაგირება, თუ არა პირობას ვდებ მერიის წინ გავმართავ გარევაჭრობას და მერე ამიხსნან, იქ რატომ არ შეიძლება აქ რატომ შეიძლება",–განაცხადა წულაიამ.
მერიაში აცხადებენ, რომ ბაზარი, რომელიც დაიხურა, კერძო მესაკუთრის იყო და მან საკუთარი სურვილით დახურა. რაც შეეხება გარევაჭრობას, მერიაში განმარტეს, რომ გარემოვაჭრეეს გააფრთხილებენ, რომ შეწყვიტონ ადგილზე მუშაობა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















