|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მესამე პრეზიდენტის სოლიდარობის აქციას იმერეთიდანაც შეუერთდებიან

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის მიზნით რუსთავის ციხესთან  დაგეგმილ აქციას მხარდამჭერები  რეგიონებიდანაც  შეუერთდებიან.

ქუთაისიდან მიხეილ სააკაშვილის გასამხნევებლად აქტივისტები და ნაციონალური მოძრაობის წევრები გაემგზავრნენ.

გზაში მათ  მხარდამჭერებს გურიიდან და აჭარიდან შეუერთდებიან. აქტივისტების განცხადებით საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ უნდა იყოს გასამართლებული ივანიშვილის ჯიბის სასამართლოს მიერ და ის უნდა გათავისუფლდეს.

ავტორი: ნიუპრესი