|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მეშახტეთა მხარდაჭერის მიზნით საგაფიცვო ფონდი იქმნება

15 დღეა ტყიბულში მეშახტეთა გაფიცვა მიმდინარეობს. მეშახტეთა მოთხოვნების საპასუხოდ, საწარმოს შეთავაზებები ამ დრომდე მინიმალურია. შესაბამისად, მეშახტეები საწარმოს წინადადებაზე უარს ამბობენ და გაფიცვას აგრძელებენ.

კანონმდებლობის თანახმად, გაფიცვის მონაწილეები გაფიცვის პერიოდში ხელფასს არ იღებენ, რაც მძიმე ტვირთია გაფიცულებისა და მათი ოჯახებისთვის. ასევე, არ არსებობს წინასწარი საგაფიცვო ფონდები, რაც ხელს უშლის მეშახტეთა პროტესტის ორგანიზებას.

გაფიცვის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეშახტეთა მხარდაჭერა, მათ შორის, გაფიცვისთვის აუცილებელი ფინანსური რესურსების მოძიება. ეს თანხა გაფიცვის უკეთ ორგანიზების გარდა, მოხმარდება განსაკუთრებულად მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი დასაქმებულების ოჯახების ფინანსურ დახმარებას.

ამ მიზნით იქმნება მეშახტეთა საგაფიცვო ფონდი, რომლის ანგარიში ეკუთვნის საგაფიცვო კომიტეტის წევრს. ჩარიცხულ თანხას სრულად განკარგავს საგაფიცვო კომიტეტი.

 

მიმღები ბანკი: საქართველოს ბანკი

ლარის ანგარიში: GE26BG0000000942259700 (GEL)

დოლარის ანგარიში: GE52BG0000000344235802 (USD)

მიმღები: ვლადიმერ ჯღარკავა

 

ამასთან, საგაფიცვო კომიტეტი პოლიტიკური პარტიებისგან დახმარების მიღებაზე უარს აცხადებს.

ავტორი: ნიუპრესი