|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“ გამოიცა

ქუთაისში ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“ გამოიცა. პროექტი მერიის კულტრის სამსახურის ინიციატივით ზაფხულში განხორციელდა. მასში მონაწილოება ქუთაისის საჯარო სკოლების დირექტორებმა, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა მიიღეს. პირველი თავი #41 საჯარო სკოლის დირექტორმა, ამჯამად ქუთაისის მაჟორიტარმა  გენადი მარგველაშვილმა გადაწერა.

მერიის კულტურის განყოფილების მთავარი სპეციალისტის მაყვალა ქებულაძის განცხადებით, გადაწერაში სკოლების 142 წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა, სულ 1 696 სტროფი გადაიწერა. ამასთან ერთად მოხდა წიგნის ილუსტრირებაც. მერიის მიერ კი გამოიყო 2 900 ლარი, რომლის ფარგლებშიც ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანის“ 180 ეგზემპლიარი გამოიცა.  წიგნები შემსრულებლებს საჩუქრად გადაეცემათ.

წიგნის პრეზენტაცია დღეს ქუთაისის მერიაში მოეწყო. მერის განცხადებით, ამ პროექტით შოთა რუსთაველის წელს გამოეხმაურენ.

„მოგეხსენებათ, წელს შოთა რუსთაველის წელია. ამის ფარგლებში ჩვენ განვახორციელეთ „ვეფხისტყაოსნის“ ხელით გადაწერა. არ დაგიმალავთ, თავიან მეშინოდა, არ ვიცოდი, რა გამოვიდოდა, მაგრამ, როგორ ვხედავთ ძალიან კარგი წიგნი შეიკრა. მადლობა მათ, ვინც მონაწილეობა მიიღო, ჩვენს მიერ წიგნი საჩუქრად გადეცემათ“-,განაცხადა მერმა.

პროექტს დადებითად აფასებენ სკოლის დირექტორები და მასწავლებელები. მათი თქმით, მოსწავლეებში „ვეფხისტრაოსნის“ პოპულარიზება ხდება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა