|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მესხიშვილის თეატრი სეზონს ხურავს

მესხიშვილის თეატრი სეზონს ხურავს. წარმოდგენა დღეს 19 საათზე გაიმართება.

132-ე თეატრალურ სეზონს შადიმან შამანაძის ერთ მოქმედებიანი დრამით "ღია შუშაბანდი" დახურავს.

"ეს გახლავთ 33 წლის წინ დაწერილი პიესა, რომელსაც დღესაც არ დაუკარგავს აქტუალურობა, ეს არის დრამა, რომლის პირველი ნაწილი სპექტაკლის დამდგმელმა რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ კომედიურ ჟანრში გადაწყვიტა, თუმცა  საფინალო ეპიზოდებში მაინც სოციალურ დრამად იქცევა. ეს არის ამბავი ერთი ჩვეულებრივი ქართული ოჯახისა, რომლის წევრებიც 
 საერთო გაჭირვების, უმძიმესი სოციალური ფონის მიუხედავად ცდილობენ არ დაკარგონ ადამიანური სახე და ის მთავარი ღირებულებები, რისთვისაც არსებობს ადამიანი ამქვეყანად", -აცხადებს თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთონის წარმომადგენელი.

ამ სპექტაკლით თეატრი მაყურებელს სექტემბრამდე ემშვიდობება. 

დასწრება თავისუფალია.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა