მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს 25 ივლისს აირჩევენ
ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვალეს 25 ივლისს აირჩევენ. როგორც თეატრის დირექტორმა, სულხან გოგოლაშვილმა "ნიუპრესთან" საუბარში განაცხადა, ჯერ მოხდება შიდა შერჩევა, რომელიც ითვალისწინებს კანდიდატურის წარდგენას.
"სამხატვრო საბრჭო არჩეულ კანდიდატს კულტურის სამსახურს შესთავაზებს.იმ შემთხვევაში,თუ საინიციატივო ჯგუფების მხირდან იქნა წარდგენილი კანდიდატურები, კულტურის სამინისტრო და მინისტრი მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ არ დასახელდა სხვა მსურველი, მინისტრი ემხრობა სამხატვრო საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატურას",-აცხადებს სულხან გოგოლაშვილი.
არსებობს მოსაზრება,რომ თეატრის ამჟამინდელი სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე თეატრს ტოვებს,თუმცა ჩვენთან საუბარში ის აცხადებს,რომ არსად წასვლას არ აპირებს, უბრალოდ ხელშეკრულების ვადა იწურება. გიორგი სიხარულიძე მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად 11 წელია მუშაობს, მის ანგარიშზე არა ერთი წარმატებული სპექტაკლია.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















