|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მესხიშვილის თეატრში სპექტაკლის "ჭკუისა მჭირს" პრემიერისთვის ემზადებიან

ქუთაისის  მესხიშვილის სახელობის თეატრში ახალგაზრდა რეჟისორი გიგი ლორია სპექტაკლს დგამს.  ავქსენტი ცაგარელის პიესის  "ჭკუისა მჭირს" გათანამედროვებული ვერსია ქუთაისის სცენაზე ცოცხალი მუსიკის თანხლებით შესრულდება.

სპექტაკლის მუსიკაზე მუშაობს გოგი ჩლაიძე და პატიმრობაში მყოფი მუსიკოსი  მიხეილ თოდუა, იგივე მიხაილო. მის შეწყალებას არტისტული წრეების წარმომადგენლები ითხოვდნენ, თუმცა მიხაილო პრეზიდენტის მიერ შეწყალებელთა შორის ვერ მოხვდა. 

 გიგი ლორიასათვის ეს სადიპლომო ნაშრომია, მისი თქმით, ცაგარელის პიესა ბანკების თემის აქტუალობის გამო შეარჩია.  "ბანკებისა და იპოთეკარების პრობლემა ჩვენს დროში კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ის თითქმის ყველას შეეხო, ამიტომ, მგონია, სცენაზე გათამაშებული ისტორია ბევრისათვის გასაგები, ახლობელი ამბავი იქნება", - აღნიშნა რეჟისორმა.

ქუთაისის დასმა პიესაზე მუშაობა სექტემბერში დაიწყო. სპექტაკლში მსახიობები ნიკო კობახიძე, იოანე იმედაძე, კოტე რობაქიძე და ანა ჩოგოვაძე მონაწილეობენ. 

"ჭკუისა მჭირს" ცნობილი ვოდევილია, რომელიც დატვირთულია სიმღერისა და ცეკვის ელემენტებით.  თუ როგორ გადაწყვიტა რეჟისორმა ვოდევილის თანამედროვე ვერსია, ამის ნახვას მაყურებელი ნოემბერში შეძლებს. 

სპექტაკლის მხატვრობაზე თეო კუხიანიძემ იმუშავა, სიმღერების ტექსტების ავტორი ოთარ ანდღულაძეა,  ქორეოგრაფი - სალომე ფილიშვილი.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა