|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მესხიშვილის თეატრში სიმონ არველაძის საიუბილეო საღამო გაიმართება

დღეს მესხიშვილის თეატრი სიმონ არველაძის საიუბილეო საღამოს მასპინძლობს.

ქუთაისის საპატიო მოქალაქეს, ღირსების ორდენოსანს, დამსახურებულ საზოგადო მოღვაწეს სიმონ არველაძეს წელს 95 წელი შეუსრულდა. ის 40–მდე წიგნის ავტორია.

ღონისძიება 17:00 საათზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი