მეუფე კალისტრატეს დღეს ბაგრატის ტაძრის სამხრეთ ფლიგელში დაკრძალავენ
ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს, მეუფე კალისტრატეს დღეს დაკრძალავენ. მეუფეს მისი ანდერძის თანახმად, ბაგრატის ტაძრის სამხრეთ ფლიგელში დაკრძალავენ. სასულიერო პირების ინფორმაციით, ტაძარში მეცხრამეტე საუკუნის შემდეგ სასულიერო პირი არ დაკრძალულა.
ბაგრატის ტაძარში პანაშვიდები დილიდან მიმდინარეობს. დაკრძალვას პატრიარქი ვერ დაესწრება.
მეუფე კალისტრატე 80 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად, 20 ივნისს გარდაიცვალა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















