მეუფე კალისტრატეს წინააღმდეგ დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლის, მეუფე კალისტრატესა და ჟურნალისტ დალი ბარაბაძის შორის არსებული დავა დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განიხილა.
სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. მან დალი ბარაბაძის სარჩელი ხანდაზმულობის გამო არ დააკმაყოფილა.
ადმინისტრაციული საქმე მოსამართლე ლაურა მიქავამ განიხილა. მოპასუხე მხარეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია წარმოადგენს. სასამართლო პროცესს მეუფე კალისტრატე და სხვა სასულიერო პირები დაესწრნენ.
გადაწყვეტილებას არ ეთანხმება დალი ბარაბაძე, მისი განცხადებით , სიმართლის დასამტკიცებლად უზენაეს სასამართლოს მიმართავს.
შეგახსენებთ, ჟურნალისტი დალი ბარაბაძე მეუფე კალისტრატეს თანხების მითვისებასა და სამსახურიდან დაუმსახურებლად გათავისუფლებაში ადანაშაულებს.
ბარაბაძე გელათის სასულიერო აკადემიის რადიოს „კვალი ნათელი“ რედაქტორად 2004 წელს მუშაობდა.

ამ თემაზე:
მეუფე კალისტრატეს თანხის გაფლანგვაში ედავებიან
მეუფე კალისტრატესა და ჟურნალისტს შორის დავა ქუთაისის სასამართლოში გრძელდება
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















