მეხანძრე-მაშველებმა ნაპოვნი ოქროს სამკაულები მფლობელს დაუბრუნეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში, რ. კომახიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარის დროს ნაპოვნი ოქროს სამკაულები მფლობელს დაუბრუნეს.
ადგილზე მეხანძრე-მაშველთა 11 ჯგუფი მუშაობდა. ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია. საცხოვრებელი სახლის უმეტესი ნაწილი გადარჩა. ჯამში, დამწვარია 450 კვადრატულ მეტრამდე ფართობი - შენობის მეორე სართული და სასხვენო გადახურვა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















