|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მილი დააზიანეს და გვეუბნებიან, 4 დღე წყალი არ გექნებათო"

მელიქიშვილის ქუჩის #10 კორპუსის ბინადრები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

მოსახლეობის განცხადებით, ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს წყლის მილი დაზიანდა, რის გამოც მათ წყალი არ მიეწოდებათ. მათივე თქმით, კომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ 4 დღე წყალი არ ექნებათ.

„ორ დღის წინ დააზიანეს მილი და დატოვეს. დღეს რომ დავრეკეთ, მოვიდა კომპანიის წარმომადგენელი და გვითხრა, რომ შაბათ–კვირას ვერ იმუშავებენ და ამიტომ წყალი არ გვექნება. ორი დღეა ეზოდან ვეზიდებით წყალს ასეთ სიცხეში,  გვითხრეს, რომ კიდევ ოთხი დღე არ გვექნება. ვიცე–მერი გია დალაქიშვილს დავურეკეთ,  გვითხრა, რომ ქალაქში არაა და თანაშემწესთან  გადაგვამისამართა. მან კომპანიას დაგვაკავშირა, რომლის წარმომადგენელმაც გვითხრა, რომ სამუშაოებს კერძო კომპანია აკეთებს და არ აქვთ უფლება  არასამუშაო დღეებში მოთხოვონ მუშაობა,  შეიძლება ასე მოექცენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ ერთი კვირა წყალი არ მიაწოდონ? საქმე იმაშია, რომ გზის სამუშაოების დროს დაზიანებული მილი ბანკის ტერიტორიაზეა და ბანკისგან ნებართვას ოთხი დღეს სჭირდება, რასაც ჩვენ ვერ დავიცდით“–აცხადებენ ადგილობრივები.

მათი თქმით, მერიის წარმომადგენელი დაპირდათ, რომ სამუშაოები ხვალ განახლდება, წინააღდეგ შემთხვევაში კი აქციის გამართვით იმუქრებიან.

შეგახსნებთ, რომ ადგილზე სამუშაოებს თურქული კომპანია აწარმოებს, შეწყვეტილი სამუშაოების გამო მოსახლეობამ ერთი კვირის წინ აქცია გამართა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა