|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მინდა, მივულოცო ზესტაფონელებს, რომ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა კენჭისყრის პროცედურებმა"

უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა კენჭისყრის დღე შეაჯამა. ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ ზესტაფონში არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და ხმის დათვლის პროცედურაც ასევე მშვიდ გარემოში წარიმართება.

"დასასრულს უახლოვდება კენჭისყრის პროცედურა, ჩვენ შეგვიძლია ზესტაფონში, გარკვეულწილად შევაფასოთ დღევანდელი დღე. მინდა, მივულოცო ზესტაფონელებს, რომ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა კენჭისყრის პროცედურებმა. დარწმუნებული ვარ, მშვიდად ჩაივლის დათვლის პროცედურაც და მივიღებთ საკმაოდ პოზიტიური შედეგს მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებული არჩევნების კუთხით. ყველა უბანზე ხარვეზების გარეშე მიმდინარეობდა არჩევნები, მხოლოდ 6 საჩივარია დაწერილი. ყველა პროცედურულია, რაც გავლენას არ მოახდენს მთლიან სურათზე, რომელიც არის პოზიტიური. მადლობა ყველა ადამიანს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ უზრუნველყო მშვიდი გარემო და თავიდან აიცლეს პროვოკაცია, რომელიც შეიძლება ყოფილოყო. წინაწარი პროგნოზისგან თავს შევიკავებთ, თუმცა გვაქს ოპტიმოსტური განწყობა", -განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა