|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მინდელის შახტში ტრაგედიის დღეს სეისმური ბიძგები არ ყოფილა"

"სეისმურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ მინდელის შახტში ტრაგედიის დღეს სეისმური ბიძგები არ ყოფილა"- ამის შესახებ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა.

 

 „რაც შეეხება სამთო დარტყმას, დღეს სამუშაო ჯგუფი ისევ ვიკრიბებით, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო. ისევ ჩავალთ და ვიმედოვნებთ, რომ მივალთ კონკრეტულ ადგილზე, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა, დავათვალიერებთ ადგილს, შევისწავლით სიტუაციას, ეკონომიკის სამინისტრო თავის ნაწილში, ჩვენ ჩვენს ნაწილში და ამის შემდეგ გავაგრძელებთ მოკვლევას“,- აცხადებს ირაკლი იობიძე.

როგორც შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა აღნიშნა, შრომის ინსპექცია თანამშრომლობს ეკონომიკის სამინისტროსთან და საგამოძიებო ორგანოებთან, ასევე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან, რომლებისგანაც ელოდება შესაბამის ინფორმაციას და საქმის სრულად შესწავლის შემდეგ დადებენ დასკვნას.

 

იობიძის თქმით, მინდელის შახტში ინსპექტირება 2017 წლის მაისში ჩატარდა, დაფიქსირდა სხვადასხვა დარღვევა და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.

 

როგორც ირაკლი იობიძე განმარტავს, ამ ეტაპზე, შრომის ინსპექციას მხოლოდ რეკომენდაციების გაცემის უფლებამოსილება აქვს, თუმცა პარლამენტის შრომის უსაფრთხოების შესახებ მარტში მიღებული კანონის შესაბამისად, პირველი აგვისტოდან, შრომის ინსპექციას სანქცირებული შემოწმებების უფლება ექნება.

 

მინდელის შახტში ტრაგედია 5 აპრილს, დილით, დაახლოებით 4 საათზე მოხდა. შედეგად 6  ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა