|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მინიმალური ხელფასი შესაძლოა 636 ლარი გახდეს

აღნიშნული ინიციატივა გულისხმობს საქართველოს შრომის კანონმდებლობაში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, მინიმალური ხელფასი უნდა განისაზღვროს საშუალო ხელფასის არანაკლებ 40%-ის ოდენობით. 2022 წლის მონაცემებით, 40% შეადგენს 636 ლარს.  

„საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინიციატივა გულისხმობს საქართველოს შრომის კანონმდებლობაში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, მინიმალური ხელფასი უნდა განისაზღვროს საშუალო ხელფასის არანაკლებ 40%-ის ოდენობით. 2022 წლის მონაცემებით 40% შეადგენს 636 ლარს.

ციფრები ყოველთვის ყველაზე ნათლად ცხადყოფს ვითარებას - სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის თებერვლის მდგომარეობით, 100 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა 12 555 ადამიანს, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმზე დაბალი ხელფასი კი დაქირავებით დასაქმებულთა 5,6%-ს. ყველაზე მაღალხელფასიანი 277 დასაქმებული იღებდა იმდენივე ხელფასს, რასაც 300 ათასამდე დაბალანაზღაურებადი დასაქმებული ერთად აღებული, ხოლო 56 000 მაღალხელფასიანი პირი იღებდა იმდენივეს, რამდენსაც 700 000 სხვა დასაქმებული. შემოსავლებში ასეთი დიდი სხვაობა დასაქმებულთა ნაწილს სიღარიბის ზღვარს მიღმა ტოვებს, სახელმწიფოს კი იძულებულს ხდის, საარსებო შემწეობა გასცეს დასაქმებულ პირებზეც.

მინიმალური ხელფასი 636 ლარიან ნიშნულზე შეეხება 192 ათასამდე დაქირავებით დასაქმებულს. მათგან 49 ათასზე მეტ ადამიანს ხელფასი შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმზე დაბალი აქვს. შესაბამისად, მინიმუმ 49 ათას ოჯახს გაუჩნდება შესაძლებლობა დაძლიოს სიღარიბე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავტორი: