|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„მინიმალური ზარალის შემთხვევაში თვითმმართველობა არ ჩაერევა“

ქუთაისში რამდენიმედღიანი სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან. ზარალის შესაფასებლად შექმნილია სპეციალური კომისია.

სტიქიის შედეგებზე ისაუბრა მერიის საბინაო სამსახურის უფროსმა. ვლადიმერ ნაკაშიძის განცხადებით, 112-ში ქუთაისიდან 140-ზე მეტი შეტყობინება შევიდა.

„შეტყობინებების რაოდენობამ 140 გადააჭარბა. დღესაც მოხდა გამოძახებები.ჩვენი სამსახური ყველა ადგილზე გადის და ხდება ზარალის აღწერა. ჩამოსული იყვნენ სამინისტროების წარმომადგენლები, რადგან მხოლოდ თვითმმართველობა ვერ გაუმკლავდება ამ ამბავს. ველოდებით დათვლას“,-განაცხადა ნაკაშიძემ.

ზარალის რაოდენობა ჯერ დაზუსტებული არ არის. ნაკაშიძის თქმით, მინიმალური ზარალის შემთხვევაში თვითმმართველობა არ ჩაერევა და მოქალაქეებმა თავად უნდა მოაგვარონ. მაქსიმალურ ზარალას კი ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მოუგვარებს მოქალაქეებს.

მერიაში განმარტავენ, რომ მერია სტიქიისთვის მზად იყო, რისთვისაც შექმნილია სპეციალური კომისია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა